ნოვრუზ ბაირამი (დღესასწაული) (აზერ. Novruz bayramı - Novruz Bayram) ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ხუთი დღის განმავლობაში, 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს.
მომავალი წლის ნოვრუზის დასვენების დღეები განისაზღვრება და მოსახლეობას ეცნობა დეკემბერში. დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს, ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
No comments:
Post a Comment